იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
MEDIA CHECKER-ის წარმომადგენლები თესაუ-ში

MEDIA CHECKER-ის წარმომადგენლები 29 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სასწავლო ცენტრში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდნენ.
სიძულვილის ენა ქართულ მედიაში, ბავშვთა საკითხების მონიტორინგი,-ამ და სხვა საკითხების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტის- MEDIA CHECKER-ის მკვლევარები მომავალ ჟურნალისტებს გაესაუბრნენ. ნაჩვენები იყო ეთიკის ნორმების დარღვევის კონკრეტული მაგალითები სხვადასხვა ქართული საინფორმაციო გამოშვებებიდან და გადაცემებიდან, რომელთა შესახებ დისკუსიაში სტუდენტები და მათი ლექტორები აქტიურად ჩაერთნენ.
დასასრულს სტუმრებმა მომავალ ჟურნალისტებთან შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ქართული მედიის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია რეგულარურად განხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 7601
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.