იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტი DARE-ს კონსორციუმის შეხვედრა თბილისში

     20-23 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი DARE-ს  კონსორციუმის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

     პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია- „ინკლუზიური განათლება, კვლევა, სწავლა, სწავლება და სტუდენტთა მხარდაჭერა“-ჩატარდა. კონფერენციაზე მოხსენებები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან DARE-ს პროექტში ჩართულმა პროფესორებმა   გააკეთეს.  

     კონსორციუმის სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის ფინანსური საკითხები, დაიგეგმა  მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი და დაიწყო მუშაობა პროექტის წევრი უნივერსიტეტების მიერ გზამკვლევის  შემუშავებაზე.

    შეხვედრებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი დაესწრო. 

 
მნახველთა რაოდენობა: 20245
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.