ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნისონის“ ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „იდეების ინკუბატორი“ შეიქმნება.
ამ გამოცდილებას უკვე ფლობს პორტუგალიის, კოიმბრას უნივერსიტეტი, სადაც თელავის უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შიოშვილი, პროექტში მონაწილე, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
პროექტის მონაწილეებმა კოიმბრას უნივერსიტეტის „იდეების ინკუბატორი“ მოინახულეს, გაეცნენ უნივერსიტეტისა და მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომლობის პრაქტიკას, დაათვალიერეს კვლევების ლაბორატორია, სადაც უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის უახლესი მეთოდები მუშავდება.
„ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო. ამ პროექტში მონაწილეობა, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სიახლის დანერგვას ქვეყანაში, წინ მეცნიერული კვლევა უნდა უსწრებდეს,“--განაცხადა ირმა შიოშვილმა.