კახეთში მოქმედმა ბიზნეს-წრეებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან საქმიანი შეთავაზება მიიღეს. ამ მიზნით, სხვადასხვა საწარმოების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის რექტორი, საერთაშორისო პროექტის-- „უნისონის“- ჯგუფის წევრებთან ერთად შეხვდა. ირმა შიოშვილი მეწარმეებს თესაუ-ში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნის გეგმაზე ესაუბრა და უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა.
კვლევების წარმატებით განასახორციელებლად უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ცენტრი მწარმოებლებსა და მეცნიერებს ყველა პირობას შეუქმნის.
უახლოეს მომავალში, საერთაშორისო პროექტის- „უნისონის“- ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სანტიაგო-დე-კომპოსტელას (ესპანეთი) უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.