იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ. პროფესორები კატერინა რიგლოვა და იდა რაშოვსკა, უნივერსიტეტის რექტორს შალვა ჭკადუას და უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სტუმრებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, ღვინის ტურიზმისა და აგროტურიზმის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
ჩეხი პროფესორები, საქართველოში ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან. კატერინა რიგლოვა და იდა რაშოვსკა თელავის სახელმწიფო უნივერიტეტში, ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან და უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით შეხვედრებს გამართავენ.