იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 სტუდენტი პროექტ Pact4skill-ის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით ამსტერდამში იმყოფებოდა.
პროექტის მონაწილე სტუდენტებმა ორი, ბრილიანტების მუზეუმი და რიხსმუზეუმი მოინახულეს.
თელაველმა ახალგაზრდებმა კვიპროსელ და ფრანგ სტუდენტებთან ერთად ახალი ტიპის მუზეუმების, მუზეუმების პლატფორმების და თამაშების შექმნაზე იმუშავეს.
სტუდენტები ამსტერდამში ერთი კვირით იმყოფებოდნენ, რამაც მათ სექტემბრის თვეში დაგეგმილი ონლაინ- თამაშების შესაქმნელი ტრენინგისათვის მომზადების შესაძლებლობა მისცა.
პროექტი Pact4skill ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის პარტნიორები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, კვიპროსის თავისუფალი უნივერსიტეტი, საფრანგეთის პარიზის ქერჯის უნივერსიტეტი, საბერძეთის, იტალიისა და ნიდერლანდების უნივერსიტეტები არიან.