იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლონეთის დაბროვა-გორნიცას WSB უნივერსიტეტის პროფესორმა, მონიკა ბანაქ -კოკოსკამ, ქალთა ისტორიების შესახებ, ლექცია წაიკითხა. ოთხი დღის განმავლობაში, პოლონელმა პროფესორმა, ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, ქალთა შესახებ სხვადასხვა ისტორიები გააცნო. ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, მონიკა ბანაქ-კოკოსკამ სამომავლო გეგმებიც განიხილა.
საჯარო ლექციები, პოლონეთის დობროვა გორნიცას WSB უნივერსიტეტსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ინსტერინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლონურ უნივერსიტეტთან მეორე წელია თანამშრომლობს .