იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

უნივერსიტეტმა გამოფენაზე, ევროკომისიის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ქართული საპილოტე ტურისტული პაკეტი წარადგინა. უნივერსიტეტის დამუშავებული პაკეტი  იუნესკოს  მატერიალური და არამატერიალური ძეგლების და მათთან დაკავშირებული 10 გეოლოკაციის ნაკრებს წარმოადგენს. გამოფენაზე, B2B ფორმატის შეხვედრების ფარგლებში, რამდენიმე ტურ-ოპერატორმა და ჟურნალისტმა, საქართველოში ჩამოსვლისა და უნივერსიტეტის წარდგენილი საპილოტე პროექტის ადგილზე გაცნობის სურვილი გამოთქვა. დაინტერესებული პირები, საქართველოს, 2023 წლის ივნისის ბოლომდე ესტუმრებიან.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოფენაში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის BSB831 HERIPRENEURSHIP-ის ფარგლებში მონაწილეობდა და ადგილზე შექმნილი ტურისტული პაკეტი, საერთაშორისო აუდიტორიას პირველად წარუდგინა. პროექტი 3 წლიანია და მასში შავი ზღვის აუზის ქვეყნების სხვადასხვა ორნაგიზაციები არიან გაერთიანებული. პროექტში ჩართული სუბიექტების მიზანი იუნესკოს მატერიალური და არამატერიალური ძეგლების პოპულარიზაციაა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6567
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.