იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტრენინგები თესაუში საერთაშორისო პროექტის (CISI) ფარგლებში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგი სახელწოდებით, "ინტელექტუალური და დასწავლის უნარის დარღვევები და მათი მახასიათებლები/საპრევენციო ღონისძიებები“, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, პროექტის ტრენერებმა, ნინო მოდებაძემ და ნინო ნახუცრიშვილმა ჩაატარეს. ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული საერთაშორისო პროექტი, „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად,“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სამი ახალი კურსი დაინერგა, ასევე, შემუშავდა ორი მოკლევადიანი ტრენინგი. პროექტის ძირითადი მიზანი, ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სკოლებში შშმ პირთა სოციალური ჩართულობის გაზრდაა.

 
მნახველთა რაოდენობა: 8051
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.