2022 წლის 19-22 დეკემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის PACT4SKILL-ის ფარგლებში, პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ასლანიშვილმა.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი ნიქოზიის (კვიპროსი) ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა, სადაც მონაწილეები გაეცნენ მუზეუმის მუშაობის სტრუქტურას და თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სამუზეუმო ცხოვრებაში.
დაგეგმილია, რომ პროექტის ფარგლებში მომზადდეს თამაში, რომელშიც გამოყენებული იქნება გემიფიკაცია. თამაში იქნება დონეების მიხედვით განაწილებული მონაწილე 6 ქვეყნის მიხედვით. ყველა ქვეყანა თავის მიერ შერჩეულ სამუზეუმო მიმართულებას წარადგენს თამაშისთვის. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის ყველა მონაწილე ქვეყნის მაგალითი. საქართველოს მხრიდან ძირითადი აქცენტი ერეკლე მეორის ისტორიას მიეძღვნება. თამაშში გამოყენებული უნდა იყოს ამბები ისე, რომ საინტერესო იყოს ყველა ასაკის, ქვეყნის თუ რელიგიის წარმომადგენლისთვის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ვებ გვერდზე:
https://ivetagr.org/pact4skills/https://ivetagr.org/pact4skills/