იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ლიეტუვაში Erasmus +ის პროექტის DITECH-ის ფარგლებში, მონაწილეთა რიგით მეორე ტრენინგი გაიმართა

2022 წლის 10-14 ოქტომბერს, კაუნასში (ლიეტუვა), ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at GeorgianHEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში, პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისათვის, ტრენერთა რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აღნიშნულ ტრენინგებს ორი აკადემიური და ერთი ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.

პრაქტიკულ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს კაუნასის უნივერსიტეტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ტრენინგის მიზანი იყო ონალინ ინსტრუქტორებისთვის ონლაინ სასწალო კურსების შექმნის-დაგეგმვის, დანერგვისა და შეფასების სწავლება.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლა-სწავლებისას დანერგილ ვირტუალური რეალობის პრაქტიკულ აქტივობებში.

ტრენინგის მონაწილეები ასევე აქტიურად გაეცნენ სხვადასხვა სასწავლო ონლაინ პლატფორმას, რაც, დიდწილად, უზრუნველყოფს სტუდენტთა მაქსიმალურ ჩართულობას ონლაინ სასწავლო გარემოში.

 
მნახველთა რაოდენობა: 8216
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.