იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს წარმომადგენელი პოლონეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2022 წლის 3-10 ოქტომბერს საერთაშირისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი  პოლონეთში საერთაშორისო კვირეულზე ინტერნაციონალიზაციის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. ფორუმს  თელავის პარტნიორი WSB უნივერსიტეტი მასპინძლობდა, რომელსაც  პოლონეთში, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ლიდერის პოზიცია უკავია.

შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში განხორციელდა და მოიცავდა უნივერსიტეტების პრეზენტაციებს, LIVE  ტელედებატებში მონაწლეობას  და უნივერსიტეტებს შორის სამომავლო ურთიერთობების დაგეგმვას.

თელავის უნივერსიტეტთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ალბანეთის, სომხეთის, ალჟირის, უკრაინის, ვიეტნამის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. დაიგეგმა ერთობლივ პროექტებზე მუშაობა.

დაიგეგმა WSB უნივერსიტეტის წარმომადგენლის საპასუხო ვიზიტი  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  პროფესორი თესაუ-ს სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს ისტორიის მიმართულებით.

 
მნახველთა რაოდენობა: 8315