იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ VITAGLOBAL-ის მორიგი შეხვედრა თესაუ-ში

27- 30 სექტემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტ VITAGLOBAL-ის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა. პროექტის მიმდინარეობის  შეფასების პარალელურად გაიმართა შეხვედრები და დისკუსიები მდგრად მევენახეობასა და მეღვინეობაზე, მარკეტინგსა და ტურიზმზე. პრეზენტაცია_საქრთველო მეღვინეობის აკვანი -  წარმოადგინა დავით მაღრაძემ, ბიზნეს სექტორიდან კი,  „შუხმანის“  გენერალურმა დირექტორმა როლანდ ბურდიაშვილმა პროექტის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია აღნიშნულ საწარმოზე, Covid19-ის გამოწვევებსა და მისი დაძლევის გზებზე. მან განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი  თელავის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობას ბიზნეს სექტორისთვის. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა აგრეთვე რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუ როგორ ხედავენ ისინი თელავის უნივერსიტეტის ადგილს რეგიონის განვითარებაში, მევენახეობა მეღვინეობის  მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს განხორციელდა ვიზიტი თელავის პარტნიორ საწარმო შუმში, სადაც პროექტის სტუმრები, ჩილედან, არგენტინიდან, ურუგვაიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ევროპის სხვადასახვა უნივერსიტეტებიდან, გაეცნენ ტურისტული პოტენციალის არსებობას საქართველოში.

პროექტი Vitaglobal აგრარული მიმართულებით ხორციელდება და მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ინტერნაცუიონალიზაციას ისახავს მიზნად.

 
მნახველთა რაოდენობა: 9171
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.