იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ფსიქოლოგის შეხვედრა სტუდენტებთან საერთაშორისო პროექტ „E-PSY“-ის ფარგლებში

10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა თესაუს ახლად შექმნილ სტდენტთა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერამუს+ საერთაშორისო პროექტის,  E-PSY-ის ფარგლებში გაიმართა.  თესაუს ფსიქოლოგ ია ჩაქიაშვილი,  სტუდენტებს საჭიროებებს გაეცნო და მათ პრაქტიკული რჩევა-დარიგებები მისცა.

E-PSY პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების შექმნის გზით; ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და, ზოგადად, ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება.

პროექტი 2021 წლიდან ხორციელდება და მასში ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად  ბიდგოშჩის ეკონომიკის და ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტებიც არიან ჩართულნი. პროექტი  2023  წელს დასრულდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 8734
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.