იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
LOVEDISTANCE პროექტის კონსორციუმის მორიგი შეხვედრა ისრაელში

2022 წლის 14-17 მარტს  თელავივში (ისრაელი) პროექტ Lovedistance-ის  მორიგი შეხვედრა გაიმართა. პანდემიის შემდეგ  ეს იყო პირველი პირისპირ შეხვედრა პროექტის ფარგლებში.  შეხვედრას მასპინძლობდა ისრაელის ყველა პარტნიორი  უნივერსიტეტი.

შეხვედრის  პირველი ორი დღე დაეთმო ისრაელში ჩატარებული პირველი პილოტირების შედეგებს, რომელზეც ყველა პარტნიორი ერთხმად შეთანხმდა ონლაინ კურსების ხარისხის შეფასების აუცილებლობაზე. გადაწყდა, რომ  ესპანელი კოლეგების დახმარებით შემუშავდება ასეთი შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები, რომლის დახმარებით შეფასდება პარტნიორ უნივერსიტეტებში განხორციელებული საპილოტე კურსები.  გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში  ელექტრონული სწავლების აქტუალურ გამოწვევებზე ერთდღიანი ჰიბრიდული კონფერენციაც მოეწყო, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მასპინძლებმა, ასევე მოწვეულმა პერსონალმა.

შეხვედრის დასკვნითი დღე დაეთმო პროექტის მენეჯმენტის სამუშაო პაკეტს, პარტნიორებმა განიხილეს მიმდინარე გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 9186
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.