იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ERASMUS+ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის, ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (RURD), ფარგლებში მოხდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან- ტრენინგი უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის

2021 წლის 22 სექტემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტ RURD-ის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის.

საზოგადოებამ შეხვედრაზე მოისმინა ინფორმაცია პროექტის შესახებ,  მისი მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, ასევე,  რა როლი აქვს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიაში რეგიონის სპეციფიკას. შეხვედრაზე მოხდა იმ კითხვარების გაანალიზება, რომელიც პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გადაეგზავნა  თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, თელავის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს და  კახეთის  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას.

 მიღებული პასუხების  ანალიზის საფუძველზე მომზადდა შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან სამომავლო ურთიერთობების დაგეგმვის მიზნით.

პროექტ RURD-ის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 
მნახველთა რაოდენობა: 11279
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.