იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტეტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მემორანდუმები გაფორმდა

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი RURD-ის (რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“) ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს,  თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, თელავის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს და   საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის   ურთიერთიერთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

     მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, რაც  კახეთის რეგიონის საჭიროებების გამოკვლევას და  მისი განვითარებისა და გაძლიერებისათვის ერთობლივი სოციალური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

    მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ერთმანეთს გაუზიარონ საჭირო მასალები, კვლევითი პუბლიკაციები და ინფორმაცია იმ სამეცნიერო დარგებთან დაკავშირებით, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რადგან მემორანდუმები რეგიონის განვითარების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო საკითხებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

     ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ- არჩილ თხლაშიძემ, ქალაქის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ-  ლევან ლილუაშვილმა და თელავის უნივერსიტეტის რექტორმა- ირმა შიოშვილმა მოაწერეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 12227