2021 წლის 25-30 მარტს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის (RURD) ფარგლებში, ავრსტიის FH Joanneum განმოყენებითი მეცნიერების უნივერისტეტმა პროექტის საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ ტრენინგი გამართა. ტრენინგის თემები იყო: უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაცია, რეგიონის სტრატეგიის განვითარება რეგიონის უნივერსიტეტების პერსპექტრივიდან, უნივერსიტეტის სტრატეგიის განხორციელების პროცესი თავისი მონიოტირინგით და უნივერსიტეტის ეკოსისტემა.
პროექტი RURD-ის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე, უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, თანამშრომლობის გაძლიერება.