იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი RURD-ის მორიგი შეხვედრა

2021 წლის  27-28 მაისს, ახალციხის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში,  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი  RURD-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა.   შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონულ რექტორთა კონფერენციის დებულება. პარტნიორმა უნივერსიტეტებმა  თავიანთი ხედვა წარადგინეს, შეხვედრის ბოლოს კი,  ერთიანი დოკუმენტის სამუშაო ვერსია ჩამოაყალიბეს.

    შეხვედრის მეორე დღეს ყველა პარტნიორმა უნივერსიტეტეტმა, ევროპული გამოცდილების გაცნობის შემდეგ, უნივერსიტეტების მისიის, ხედვის და სტრატეგიული გეგმის დოკუმენტებში შესაძლო ცვლილებების პროექტი წარადგინეს. ასევე, განხილულ იქნა პროექტის დისემინაციისა და ფინანსური ხარჯვის დოკუმენტი.

       მხარეებმა შემდეგი შეხვედრა  2021 წლის ივნისის ბოლოსთვის დაგეგმეს.

       პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონული  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე, უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 
მნახველთა რაოდენობა: 13541
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.