იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი VITAGLOBAL-ის ფარგლებში, აქტივობები გრძელდება.
15 ოქტომბერს შეხვედრა თესაუს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მევენახეობა- მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებთან გაიმართა, რომელზეც სტუდენტებს პროექტის უკვე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. ასევე, განხილულ იქნა სილაბუსები, რომელიც პროექტის ფარგლებში, მიკრობიოლოგიისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით შეიქმნა.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა პროექტში ჩართულმა აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა მიიღეს.