25-27 აგვისტოს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,ერაზმუს+“-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის- „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for SocialInclusion - CISI) ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებში, თესაუსთან ერთად, მონაწილეობა კონსორციუმში მონაწილე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს.
,,ერაზმუს+“-ის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება, სამომავლოდ დაგეგმილი სასწავლო კურსები განიხილეს.