2020 წლის 27 აპრილს ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის LOVEDISTANCE , Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning ფარგლებში პროექტის ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა პროექტის კოორდინატორი პორტოს უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები, არსებული რეალობიდან გამომდინარე წარმოშობილი პრობლემები და გამოწვევები. პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აგრეთვე ისაუბრეს იმ კითხვარების შესახებ, რომელიც უნივერსიტეტების სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალის დამოკიდებულებას იკვლევს დისტანციური სწავლების შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე მუშავდება პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც ნათლად იქნება ასახული საქართველოში არსებული მხარდაჭერის მექანიზმები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით სპეციალური პოპულაციის სტუდენტების მიმართულებით.
აღნიშნულ შეხვედრამდე პროექტის ქართული უნივერსიტეტის წარმოადგენლებმა რამდენიმე საუშაო ონლაინ შეხვედრა გამართეს ზემოთაღნიშნული კითხვარების მომზადების მიზნით.
პროექტი LOVEDISTANCE ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებულია, რომლის მიზანია გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები საქართველოსა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან პორტუგალიის, ესპანეთის და რუმინეთის უნივერსიტეტები.