იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ - პროექტის პირველი შეხვედრა ქუთაისში

2019 წლის 9 -10 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის -,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD)-პირველი შეხვედრა  გაიმართა.

   შეხვედრას იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი  თამარ ასლანიშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე ხელი მოეწერა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშკრულებას .

   პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე, უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
    პროექტში  საქართველოდან ჩართულია 4 რეგიონული უნივერსიტეტი და ევროპელი პარტნიორები ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში, ასევე, მონაწილეობს  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 
მნახველთა რაოდენობა: 17264
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.