იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„INTEGRITY“-ის პროგრამის პრეზენტაცია თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის

21 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „INTEGRITY“-ის პროგრამის  ფარგლებში,  ადგილობრივი საჯარო სკოლების  პედაგოგებისთვის  საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

    პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ  პრეზენტაცია   თესაუს საერთაშორისო ურთიერთობების   სამსახურის უფროსმა, თამარ ასლანიშვილმა, გამართა.    პედაგოგები დეტალურად გაეცნენ პლაგიატის უარყოფით როლს და აკადემიური არაკეთილსინდისიერებით გამოწვეულ  საფრთხეებს. შეხვედრაზე საუბარი „Turnitin“-ის მოდულს,  პლაგიატის აღმოჩენის ტექნიკურ შესაძლებლობებს, ასევე, უნივერსიტეტის საქმიანობას,   საერთაშორისო პროექტებს სხვა საკითხებს შეეხო.

  „INTEGRITY“ ევროკავშირის მიერ, ,, ერასმუს პლიუსის“  ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში,  დაფინანსდა და ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება. 

     პროექტი მიზნად ისახავს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრას,  პრევენციას  და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 
მნახველთა რაოდენობა: 20190
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.