იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა პანკისში, პროექტი „INTEGRITY“-ის ფარგლებში

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები 19 თებერვალს  პანკისის ხეობის საჯარო სკოლების  მოსწავლეებს შეხვდნენ და  პლაგიატის შესახებ ესაუბრნენ.

    შეხვედრა  პროექტი „INTEGRITY“-ის ფარგლებში  ჩატარდა და მოსწავლის ცხოვრებაში   პლაგიატის გავლენის უარყოფით მხარეებს და მისი აღმოფხვრის გზებს შეეხო.   

     „INTEGRITY“ ევროკავშირის  მიერ  ,,ერასმუს  პლუსის“  ინსტიტუციური  განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და   ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  კოორდინატორობით  ხორციელდება.  კონსორციუმის წევრია 12 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 4 ევროპელი პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: ვენის (ავსტრია), როეჰემპტონის(დიდი ბრიტანეთი), უფსალას (შვედეთი), დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტები.

 
მნახველთა რაოდენობა: 18041