საქართველოში გერმანიის სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ნუცა ციგროშვილმა, 18 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
უნივერსიტეტი სტუდენტებს საინტერესო, ანაზრაურებად პროგრამებს: საწარმოო პრაქტიკას და საზაფხულო დასაქმებას სთავაზობს.
შეხვედრაზე საუბარი , ასევე, შეეხო 3 წლიანი პროფესიული განათლების პროგრამას, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
თესაუს სტუდენტებმა, სტუმარმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ორმხრივი თანამშრობლობის ფარგლებში, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა არაერთხელ მიიღეს.