იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ( CISI Curriculum Innovation fo r Social Inclusion) ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
14 თებერვალს პროექტის შესახებ ინფორმაცია ამჯერად სკოლის დირექტორებს, სპეც. პედაგოგებს, შშმ და სსმ საკითხებზე მომუშავე არასამთავროებო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს. შეხვედრაზე იმ ღონისძიებებზე ისუაბრეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
პროექტის კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.