იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
INTEGRITY-ის კონსორციუმის შეხვედა სამცხე-ჯავახეთში

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს მონაწილეობა   სამცხე- ჯავახეთის უნივერსიტეტში  გამართული  კონსორციუმის შეხვედრაში- ERASMUS+ CBHE -მიიღეს, რომელიც პროექტის-,, აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“, ფარგლებში ჩატარდა.
  შეხვედრის მიზანი იყო  უნივერსიტეტების მიერ პირველი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების და მეორე წლისთვის დაგეგმილი აქტივობების მიმოხილვა. 

   შეხვედრის პირველ დღეს მონაწილეებმა   პროექტის ის პიარ-კამპანიები წარადგინეს, რაც  პირველ წელს განხორციელდა და   მეორე წლისთვის დაიგეგმა.  მეორე დღე  კი, მიღწევების განხილვას დაეთმო. 

   პროექტი  2017  წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება.  კონსორციუმის წევრია 12 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 4 ევროპელი პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: ვენის (ავსტრია), როეჰემპტონის(დიდიბრიტანეთი), უფსალას (შვედეთი), დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტები.

 
მნახველთა რაოდენობა: 17412