იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,ერაზმუს+“-ის კიდევ ერთ ახალ საერთაშორისო პროექტში - ,,Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning-(LOVEDISTANCE)“- ჩაერთო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველ ეროვნულ სამუშაო შეხვედრას თესაუმ 16-17 იანვარს უმასპინძლა. შეხვედრას, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ილიასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა სამწლიანი პროექტის ფარგლებში განსახორცილეებელი შემდგომი აქტივობებიც დაგეგმეს.