8-11 ოქტომბერს, ჩილეს უნივერსიტეტში და ტალკას უნივერსიტეტში (ჩილე, სანტიაგო) ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის- ,,VitaGLOBAL"- რიგით მესამე კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა.
კონსორციუმზე ის მოდულები განიხილეს, რომლებზეც პროექტში ჩართული პარტნიორი ქვეყნები მუშაობენ. ამ მოდულების ფარგლებში, გადამზადდებიან პროფესორები, რომლებიც შესაბამის კურსებს გაუძღვებიან. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, ეს კურსებია მიკრობიოლოგია და ღვინის ტურიზმი.
შეხვედრაზე შეთანხმდა კურსის სტრუქტურა, კრედიტების რაოდენობა, შინაარსი და ტრენინგების სავარაუდო თარიღები.
საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფმა, რომელშიც ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლები არიან გაერთიანებული, ერთიანი დოკუმენტის სტრუქტურაზე იმუშავა. აღნიშნული დოკუმენტი პროექტის დასრულებამდე შეიქმნება, როგორც გზამკვლევი და უნივერსიტეტებში არსებული ნებისმიერი პროგრამის ინტერნაციონალიზაციისთვის ხელშემწყობი დოკუმენტი.