,,ერასმუს+“-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა, თათა ლორთქიფანიძემ და ნინო ურუშაძემ , 24 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,ერასმუს+“-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების ( Degree Mobility) პრზენტაცია გამართეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირი, ,,ერასმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, აფინანსებს ევროპის სულ მცირე სამი ქვეყნის უნივერსიტეტების მიერ შემუშავებულ სამაგისტრო პროგრამებს. საგრანტო თანხა ფარავს ამ პროგრამების განხორციელების ადმინისტრაციულ ხარჯებს და სტუდენტთა სტიპენდიებს.
სამაგისტრო პროგრამის დარულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი (Joint Degree) ან მრავლობითი (Multiple Degree) აკადემიური ხარისხი.
ბაკალავრის ხარისხის დიპლომის მქონე სტუდენტებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ონლაინ.
საკონტაქტო ინფორმაცია: