იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო კონფერენცია - „ინოვაციური სწავლა-სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ერასმუს+ პროექტ PRINTeL-ის ფარგლებში

2019 წლის 16-17 მაისს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში (YSU),  საერთაშორისო კონფერენცია - ,,ინოვაციური სწავლა-სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ - გაიმართა. კონფერენცია, ერასმუს+ PRINTeL პროექტის - ცვლილება საკლასო ოთახშიინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით’’- ფარგლებში,  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა. საერთაშორისო კონფერენცია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა.

  კონფერენციაზე პროექტის კოორდინატორმა, არმენ ბუდაგიანმა, ყურადღება PRINTeL პროექტის   მთავარ ასპექტებზე გაამახვილა: ,,სწავლა-სწავლების ვირტუალური აკადემია: საერთო პლატფორმა სწავლა-სწავლებისათვის, აქტიური სწავლა ტექნოლოგიაზე დამყარებული ერთობლივი სწავლის ხელშეწყობით,  ვიდეო - როგორც სასწავლო იარაღი მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის: ვიდეო ლექცია და ინტერაქციის ხელშეწყობა საკლასო ოთახში, აქტიური სწავლა და ისტ-ზე (ICT) დაფუძნებული სწავლება: მობილურით სწავლება  (M-learning) და თამაშით სწავლება (Gamification), სტუდენტის შეფასება აქტიურ სწავლაში.

  კონფერენციას პროექტის ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის, მათ შორის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 17605
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.