25 სექტემბერს, საერთაშორისო პროექტის, „UNISON“-ის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მორიგი კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა. საზღვარგარეთის და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები „სამეცნიერო ფესტივალი-2018-ის“ გახსნას დაესწრნენ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეწვივნენ. პროექტის მონაწილეებმა, დღემდე განხორციელებულ აქტივობები განიხილეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ინოვაციების ცენტრის მუშაობას გაეცნენ.
თელავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმრებს „ტყუპების ღვინის მარანი“, თესაუ-ს სადემონსტრაციო ნაკვეთი და ნიადაგის კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერებინეს, სადაც თესაუ-ს პროფესორებთან ერთად შემუშავებული ახალი ტექნოლოგიები ინერგება.
პროექტი, რომლის მიზანი მკვლევარებისა და უნივერსიტეტების ერთობლივი თანამშრომლობის ხელშეწყობაა, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსტეტის (ესპანეთი) კოორდინატორობით ხორციელდება და მასში გერმანიის, პორტუგალიის და ჩინეთის უნივერსიტეტები არიან ჩართულნი.
პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში მეწარმეთათვის უფასო იურიდიული კონსულტაციები და ტრენინგებიც იგეგმება, რაც მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს.