1 თებერვლიდან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+ -ის CBHE Programme-ის საგრანტო პროექტის - ,,PRINTEL’’-585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP-„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“,- ფარგლებში, ტრენინგები დაიწყო.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადებას სწავლების ინოვაციურ მეთოდებში, პროექტის ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში თესაუს დატრენინგებული პროფესორები ჩაატარებენ.
ტრენინგები, განრიგის და სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, 2019 წლის თებერვალ-მარტის თვეებში გაიმართება.