იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადება სწავლების ინოვაციურ მეთოდებში“-პროექტის (PRINTEL) საანგარიშო შეხვედრა თესაუში

23 იანვარს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+  -ის საგრანტო პროექტის- CBHE Programme-ის საგრანტო პროექტის - ,,PRINTeL’’-585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP-„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“, -ფარგლებში, საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.

     აღნიშნული  პროექტის ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში დატრენინგებულმა თესაუს  პროფესორ-მასწავლებელებმა უნივერსიტეტის რექტორს, რექტორის მოადგილეებს, ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ ანგარიში ჩააბარეს.   თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორები საკუთარ გამოცდილებას თესაუს პროფესორ-მასწავლებლებსაც გაუზიარებენ და   2019 წლის  თებერვალ-მარტის თვეებში ტრენინგებს ჩაუტარებენ.

    პროექტის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი. PRINTeL-ის  ევროპელი პარტნიორები  არიან : ესპანეთი, პორტუგალია,  ბელგია, შვედეთი და  ავსტრია. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი- 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 14 ოქტომბრამდე.

   პროექტის ფარგლებში, რომელიც    სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას ითვალისწინებს,  უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის განვითარების ცენტრი ჩამოყალიბდება. PRINTeL განათლების სხვადასხვა რესურსების გამოყენებას და ახალი ტექნოლოგიების გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

 
მნახველთა რაოდენობა: 18927
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.