9-15 დეკემბერს იაკობგოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერდიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი მაია გონაშვილი ბარსელონას უნივერსიტეტში ( ესპანეთი) იმყოფებოდა.
შეხვედრები Erasmus+ PRINTeL საერთაშორისო პროექტის - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“- ფარგლებში ჩატარდა.
მ. გონაშვილმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგში, სახელწოდებით,- ,, Active Learning and ICT-enhanced teaching: M-learning and gamification“, რომელიც ეხებოდა თანამედროვე სწავლებაში აქტიური მეთოდების და ტექნოლოგიების გამოყენებას შეეხებოდა.