იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორი ია ჯიმშიტაშვილი 2-8 დეკემბერს, შვედეთში, ლინკოპინგის უნივერსიტეტში, იმყოფებოდა.
თესაუს პროფესორმა მონაწილეობა, საერთაშორისო პროექტის - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“- გამართულ ტრენინგში მიიღო. შეხვედრაზე საუბარი სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, ლექციების ვიზუალური და აუდიომასალით გამრავალფეროვნების ხერხებს და სხვა საკითხებს შეეხო.
ლინკოპინგის უნივერსიტეტში, (PRINTEL) ფარგლებში, გამართულ შეხვედრებს, საქართველოს გარდა, ბელორუსის და სომხეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.