26 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ინგლისურ ენაში ტესტირება ჩატარდა.
ტესტირებაში მონაწილეობა იმ სტუდენტებმა მიიღეს, რომლებსაც საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სურთ. გამარჯვებული სტუდენტები, 1 სემესტრით, იტალიის, ლიეტუვას, ხორვატიის, რუმინეთის, საბერძნეთის და ესპანეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრებიან.
პროექტი ,,KA 107“ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.