იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საფრანგეთის საელჩოს ატაშე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ატაშე, ტერი ბიურტე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებითა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პოტენციალით დაინტერესდა. 

მიმდინარე წელს, საქართველოსა და საფრანგეთს შორის, უმაღლესი განათლების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა დაიწყო.

პარიზში, სოფლის მეურნეობისადმი მიძღვნილ შეხვედრას, თელავის უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ესწრებოდა. საფრანგეთის დედაქალაქში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის გარკვეული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. იმისათვის, რომ პირველი კონტაქტები ფრანგულ უმაღლეს დაწესებულებებთან რეალურ თანამშრომლობაში გადაიზარდოს, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უნივერსიტეტის სტრუქტურის პარტნიორებისათვის გაცნობა, აუცილებელია. 

„კახეთის რეგიონთან, კერძოდ კი, თელავის უნივერსიტეტთან, კონტაქტების გაღრმავება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“_ განაცხადა ტერი ბიურტემ.

ტერი ბიურტეს განსაკუთრებული ინტერესი სოფლის მეურნეობის, მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებებმა გამოიწვია.

უნივერსიტეტის რექტორთან, ირმა შიოშვილთან შეხვედრაზე, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი კვლევების მიმართულებით, კონკრეტული ამოცანები დაისახა.

 
მნახველთა რაოდენობა: 18806
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.