მომავალი წლიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლასთან განახლდება. ამ მიზნით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკფურტის ინტეგრაციული სკოლის პროფესორი ლუც კუნცი თავის გერმანელ კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრები უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებს, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და მომავალი წლისთვის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლაში სწავლაზე ისაუბრეს.
ფრანკფურტის ინტერგაციულ სკოლაში, თელავის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი,სამი წელია ერთ თვიან პრაქტიკაზე რეგულარულად მიემგზავრებიან.