იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წლიდან სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და ათვისებისათვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გადამზადება დაიწყება. ამ მიზნით 2018 წლის 11-16 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესპანეთის ბარსელონასა და პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ.
კონსორციუმის მეორე შეხვედრა საერთაშორისო პროექტის ERASMUS+ PRINTEL-ის 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“ ფარგლებში ჩატარდა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპროექტო გუნდის წევრებმა, მასპინძელი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების საჭიროებების მიხედვით, სამომავლო გეგმებიც ჩამოაყალიბეს.