იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისათვის ესპანეთში გასამგზავრებლად კონკურსი ცხადდება. კონკურსში გამარჯვებული ორი სტუდენტი, ,,ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში, ხაენის უნივერსიტეტში, 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრში ისწავლის. პროგრამაში მონაწილეობა ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის ყველა კურსის და მაგისტრატურის საფეხურის I კურსის სტუდენტებს შეუძლიათ. საბუთების მიღება, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, მიმდინარე წლის 10 აპრილიდან დაიწყება.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები.
1. ნიშნების ფურცელი (სასწავლო ბარათის ასლი);
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
3. CV europass https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv;
4. განცხადება (განცხადების ფორმა გადაეცემათ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში);
5. სამოტივაციო წერილი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. 20 აპრილი - ინგლისური ენის გამოცდა, დასაწყისი 12 საათზე. 26 აპრილი - გასაუბრება კომისიასთან, რომელშიც უცხოელი სპეციალისტიც არის ჩართული. რეგისტრაციის ბოლო ვადაა, მიმდინარე წლის 18 აპრილი.