ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანაშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მიერ შემუშავებული ციფრული სტრატეგიის თანახმად, 2023 წელს საუნივერსიტეტო სტარტაპების პროგრამა განხორციელდება. პროგრამა გულისხმობს სამეწარმეო მიდგომებისა და ინოვაციური აზროვნების ხელშეწყობას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს, რეგიონში საუნივერსიტეტო დონეზე არსებული კონკურენციის პირობებში, სტარტაპ იდეების წარმოდგენის საშუალება ექნებათ. პროგრამა, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის თანამშრომლობის წახალისებას და სტარტაპების ეკოსისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
სტარტაპების პროგრამა 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში და ბმულზე:
https://challenges.adb.org/