ბაკალავრიატის მეორე, მესამე და მეოთხე და აგრეთვე მაგისტრატურის პირველ და მეორე კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი გერმანიის გეიზენჰაიმის უნივერსიტეტში ერაზმუს+ 10 თვიან სასტიპენდიო პროგრამაზე “საერთაშორისო ღვინის ბიზნესის” მიმართულებით.
დაინტერესებული სტუდენტი გაივლის შესარჩევ კონკურსს:
წარსადგენი დოკუმენტებია:
-
CV Europass -ის ფორმატში
-
სამოტივაციო წერილი, თუ რატომ სურს კონკრეტულად ამ უნივერსიტეტში, ამ პროგრამაზე სწავლა
-
ნიშნების ფურცელი ( GPA უნდა იყოს 2.1 და მეტი)
-
ინგლისური ენის სერტიფიკატი ( ინგლისურ ენაში წერითი გამოცდა ჩატარდება 4 აგვისტოს 12:00 საათზე, გასაუბრება ჩატარდება 10 აგვისტოს 12:00)
-
სასურველია გერმანული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
ენის სერტიფიკატის გარდა, ყველა დოკუმენტის წარდგენის ბოლო ვადაა 3 აგვისტო .
გთხოვთ, საბუთები მოიტანოთ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეხუთე სართულზე 108 ოთახში.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ( რემონტის გამო დროებით ვიმყოფებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეხუთე სართულზე 108 ოთახში, საერთაშორისო განათლების ცენტრში. ან მოგვწეროთ შემდეგ მეილზე: ir.head@tesau.edu.ge; nino.korinteli@tesau.edu.ge