პროექტ ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ ფარგლებში ცხადდება ესეების კონკურსი. კონკურსის თემაა : „ აკადემიური კეთილსინდისიერება“. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
გამარჯვებული სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს პროექტის დასკვნით კონფერენციაში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 5 ივნისს გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში ნაშრომი გადმოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ninokakhashvili@gmail.com
ესეს წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 აპრილი.