საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, გაზაფხულის სემესტრისთვის, აცხადებს კონკურსს, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სასწავლო პროცესში ჩართული აკადემიური პერსონალისთვის. შერჩეული კონკურსანტები გაემგზავრებიან იტალიის ტუშას უნივერსიტეტში, შემდეგი მიმართულებით:
ტურიზმი -1 ადგილი (სასურველია პროგრამის ხელმძღვანელი);
განათლების მეცნიერებები - 1 ადგილი (სასურველია პროგრამის ხელმძღვანელი);
ჰუმანიტარული მეცნიერებები-1 ადგილი (სასურველია პროგრამის ხელმძღვანელი);
აგრარული მეცნიერებები - 1 ადგილი (სასურველია პროგრამის ხელმძღვანელი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში და წარადგინონ შემდეგი საბუთები:
-
სამოტივაციო წერილი;
-
5 დღის სამუშაო გეგმა;
-
პასპორტის ასლი.
საბუთების შემოტანის ბოლო ვადა - 22 აპრილი.