თესაუ-ში მიმდინარეობს Erasmus+ -ის საგრანტო პროექტის- CBHE Programme-ის საგრანტო პროექტის - ,,PRINTEL’’-585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP-„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“.
პროექტის ფარგლებში იწყება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადება სწავლების ინოვაციურ მეთოდებში. პროექტის ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში დატრენინგებული ტრენერები: შალვა ჭკადუა, ანა გიგაური, ია ჯიმშიტაშვილი, თამარ მიქელაძე, მაია გონაშვილი, ნინო ძამუკაშვილი ჩაატარებენ ტრენინგებს, თესაუს პროფესორ-მასწავლებისთვის 2019 წლის თებერვალ-მარტის თვეებში.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგი განრიგის მიხედვით:
-
შალვა ჭკადუა და ანა გიგაური: Videos-a learning tool for teachers and students- ვიდეო, როგორც სწავლების ინსტრუმენტი მასწავლებლისა და სტუდენტისთვის;
1-4-5-6-7თებერვალი, დასაწყისი- 3სთ.
-
თამარ მიქელაძე: „Blended/Hybrid learning -შერეული/ ჰიბრიდული სწავლა“
8-11-12-13-14თებერვალი, დასაწყისი - 10:00 სთ.
(სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინიმალურ დონეზე ცოდნა).
-
ია ჯიმშიტაშვილი: „Active learning in the Flipped Classroom- აქტიური სწავლება შებრუნებულ საკლასო ოთახში“.
15-18-19-20-21 თებერვალი, დასაწყისი - 14:00 სთ
-
ნინო ძამუკაშვილი: „Active Learning: Technology Enhanced Collaborative Learning - აქტიური სწავლა: ტექნოლოგიებით გაძლიერებული კოლაბორაციული სწავლა“.
25-26-27-28-თებერვალი, 1 მარტი, დასაწყისი - 14:00სთ.
-
მაია გონაშვილი: „Active Learning and ICT-enhanced teaching: M-learning and gamification-აქტიური სწავლა. ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება: მობილური ტელეფონიტ სწავლება და თამაშები“.
15-18-19-20-21-მარტი, დასაწყისი - 12 სთ.
ტრენინგის მონაწილეებს ხელთ უნდა ჰქონდეთ სმარტფონი ან პლანშეტი.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატი.
მსურველებმა რეგისტრაციის გასავლელად მიაკითხონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს - 22 - 31 იანვარს.
ტრენინგები ჩატარდება: კომპიუტერული ცენტრი, III სართული, I კორპუსი.