იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ეძლევა გაემგზავრონ ბულგარეთის რუსეს უნივერსიტეტსა (ორი ადგილი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით) და ხორვატიის პოჟეგას უნივერსიტეტში (ერთი ადგილი აგრარული მიმართულებით), გაზაფხულის სასწავლო სემესტრში.

რუსეს უნივერსიტეტში გასამგზავრებლად აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს გამოცდა ინგლისურ ან რუსულ ენაში.  პოჟეგას უნივერსიტეტში წასვლის მსურველებმა კი - ინგლისურ ენაში.

რუსეს უნივერსიტეტში წარსადგენი საბუთების სია:

  1. ინგლისური/რუსული ენის სერტიფიკატი;

  2. 5 დღის სამუშაო გეგმა;

  3. სამოტივაციო წერილი;

  4. პასპორტის ასლი.

პოჟეგას უნივერსიტეტში წარსადგენი საბუთების სია:

  1. ინგლისური ენის სერტიფიკატი;

  2. სამოტივაციო წერილი;

  3. 5 დღის სამუშაო გეგმა;

  4. პასპორტის ასლი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში და იქვე წარადგინონ ზემოთ აღნიშნული ხუთი დღის სამუშაო გეგმა, 2019 წლის 1 თებერვლამდე.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

ტესტირება  ინგლისურ/ რუსულ ენაში გაიმართება  2019 წლის 28 თებერვალს (თესაუ, III სართული, ოთახი #47);

გასაუბრება ჩატარდება 5 მარტს (თესაუ, III სართული, ოთახი #47);

საბუთების შეტანის ბოლო ვადაა - 2019 წლის 8 მარტი.

 
მნახველთა რაოდენობა: 20355
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.