იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან

2026 წლის 28 სექტემბერს, YALA (BSB01271) პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან.

პროექტის ექსპერტმა შალვა ჭკადუამ მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ახალგაზრდების საზოგადოებრივ საკითხებში მონაწილეობისა და ადგილობრივ დონეზე ცვლილებების პროცესში ახალგაზრდული საბჭოების როლის შესახებ.

დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენაზე, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოვლენაზე, პრიორიტეტების განსაზღვრასა და იმ გზებზე, რომლითაც ახალგაზრდულ საბჭოს შეუძლია კონკრეტული წინადადებების ფორმირება და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის წარმართვა.  ახალგაზრდული საბჭოს მუშაობა განხილული იყო როგორც თანმიმდევრული პროცესი  მოსმენა, პრიორიტეტის შერჩევა, წინადადების მომზადება, დიალოგი და უკუკავშირი.

შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა აქტიურად გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე და წარმოადგინეს ხედვები შესაძლო გამოსავლის გზებთან დაკავშირებით.

მსგავსი შეხვედრები ქმნის შესაძლებლობას, ახალგაზრდების მოსაზრებები უფრო მკაფიოდ აისახოს ადგილობრივ დღის წესრიგში და გაძლიერდეს მათი პრაქტიკული მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

YALA (BSB01271) პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 5
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.