1 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სალომე თათულიშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართა.
კვლევის თემაა -,, კურიკულუმების ტრანსფორმაციის გავლენის კვლევა სტუდენტების ევროპული ხედვების ჩამოყალიბებაზე“ ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- პროფესორი ნინო მოდებაძე).
სადისერტაციო ნაშრომის მიზანია დადგინდეს, ბოლონიის პროცესთან საქართველოს განათლების სისტემის შეერთების შემდეგ, რამდენად მოახდინა გავლენა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურიკულუმების ტრანსფორმაციამ სტუდენტებისა და ლექტორების ევროპული ხედვების ჩამოყალიბებაზე.
სალომე თათულიშვილს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.